Belive

ფრე ლიონში | ნახევარფინალისტის ვინაობა მანჩესტერში გაირკვევა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ლიონმა" მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩში დაძაბულობა იგრძნობოდა და უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა, გარდამავალი უპირატესობის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა თანაბარი გამოვიდა და ფრეც ლოგიკური შედეგი იყო.

გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ჩაატარა. ტიაგო ალმადამ ანგარიში პირდაპირ ჯარიმიდან გახსნა, ონანამ დამაჯერებლად ვერ ითამაშა. წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს ლენი იორომ აღადგინა.

ქართველი თავდამსხმელი მეორე ტაიმში უფრო აქტიური იყო, რამდენჯერმე დარტყმა დაუბლოკეს, ერთ ეპიზოდში კი ბრწყინვალე ცრუმოძრაობების შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა, მისი გადაცემა კი ლაკეზეტმა გოლად ვერ აქცია. მანჩესტერი მოულოდნელად, 88-ე წუთზე ზირკზეს თავურით დაწინაურდა, თუმცა ისევე როგოორც პირველი ტაიმის ბოლოს იუნაიტედმა, ლიონმა დამატებულ მეხუთე წუთზე შერკის გოლით გაათანაბრა, ონანას მიქაუტაძის დარტყმული ხელიდან გაუვარდა და სწორედ ამის შემდეგ დაამატა ფრანგმა.

გიორგი მიქაუტაძის შეფასება 6.4-დან 6.7-დეა. საუკეთესო რაიან შერკი იყო, ყველაზე ცუდი კი ანდრე ონანა.

განმეორებითი შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე, 17 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები