Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ესპანიოლთან მატჩში

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 33-ე ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ესპანიოლს'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ვალენსიური კლუბის წაუგებელი სერია ესპანეთის ჩემპიონატში 8 მატჩამდე გაიზარდა.

,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც SofaScore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება მიიღო.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ორჯერ მოიგერია, ბურთს სულ 27-ჯერ შეეხო და 14-დან 8 (57%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

6.5-6.5 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა და Flashscore-მა.

33 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 3 მაისს ,,ლას პალმასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები