Belive

"თავდაუზოგავად ვშრომობ, მაგრამ მოთმინება უნდა ვიქონიო" - გიორგი მამარდაშვილი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველმა კიპერმა ზაფხულში ვალენსია დატოვა და ლივერპულს შეუერთდა. მამარდაშვილმა პრესეზონის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ახლა მოთმინებით ელოდება ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტს.

ხანგრძლივი ლოდინი დიდი ალბათობით, 23 სექტემბერს, 23:00 საათზე დასრულდება, როდესაც EFL თასის დაპირისპირებაში ლივერპული საუთჰემპტონის დამარცხებას შეეცდება. ლიგის თასის მესამე ეტაპზე გასამართი მატჩის წინ, ლივერპულის ოფიციალური ვებგვერდი გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მოთმინება უნდა ვიქონიო. თავდაუზოგავად ვშრომობდი და აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგება. პირველ ოფიციალურ მატჩს ჩავატარებ და ძალიან ბედნიერი ვარ.

მნიშვნელობა არ აქვს ვთამაშობ თუ არა, მზად უნდა ვიყო. ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვშრომობ. აქ ძალიან კარგი ადამიანები დამხვდნენ. ალისონი ბევრი რამის გაუმჯობესებაში დამეხმარა. როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩემთვის ოცნების ტოლფასი იყო, რომ შევხვედროდი ისეთ ლეგენდებს, როგორიცაა: ალისონი, ვირჯილი, მო სალაჰი - ახლა მათ გვერდით ვარ და ძალიან მიხარია.

გუნდში უამრავი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს. ეს ყველაფერი მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ნანახმა გამაგიჟა. ვფიქრობ, ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ფანები გავახაროთ და მათ ჩვენით იამაყონ. მამაჩემიც მეკარე იყო და 25-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ასე რომ მის მემკვიდრეობას ვაგრძელებ. პეპე რეინას ვილიარეალში შევხვდი, როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი. ის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი პიროვნება და უმაღლესი დონის მეკარეა. - გიორგი მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრესეზონზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის მაისურით ოფიციალურ მატჩში ჯერ არ უთამაშია. ქართველი კიპერის დებიუტი 23 სექტემბერს, 23:00 საათზე, საუთჰემპტონის წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები