Belive

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 2023 წლის დეკემბრის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო გახდა.

შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მამარდამ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

გარდა ამისა, ქართველი მეკარე ,,ვალენსიას'' ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ამ მხრივ მან ხოსე გაიას გადაუსწრო.

Top 10 - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები:

  1. დიოგუ კოშტა - პორტუ, 45 მილიონი ევრო

  2. ჯანლუიჯი დონარუმა - პსჟ, 40 მილიონი ევრო

  3. გრეგორ კობელი - დორტმუნდი, 40 მილიონი ევრო

  4. ედერსონი - მანჩესტერ სიტი, 40 მილიონი ევრო

  5. ანდრე ონანა - მანჩესტერ იუნაიტედი, 40 მილიონი ევრო

  6. მაიკ მენიო - მილანი, 40 მილიონი ევრო

  7. გიორგი მამარდაშვილი - ვალენსია, 35 მილიონი ევრო

  8. გულიელმო ვიკარიო - ტოტენჰემი, 35 მილიონი ევრო

  9. დავიდ რაია - არსენალი, 35 მილიონი ევრო

  10. ალისონი - ლივერპული, 32 მილიონი ევრო

სხვა სტატიები