Belive

ლივერპულმა ევერტონი მატჩის ბოლო წამზე დაამარცხა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ლივერპულმა ევერტონი სტუმრად 1:2 დაამარცხა. მერსისაიდული გუნდი 29-ე წუთზე მო სალაჰმა დააწინაურა, ევერტონმა ანგარიში 54-ე წუთზე გაათანაბრა, სწორედ გოლის ეპიზოდში გიორგი მამარდაშვილმა მძიმე შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ ქართველი მეკარე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. საბოლოო ანგარიში კი 90+10 წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა დააფიქსირა და თავის გუნდს მოაგებინა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 58 წუთში ბურთის მოგერიება 2-ჯერ მოახერხა, ბურთს 19-ჯერ შეეხო, 14-დან 6 გადაცემა ზუსტად შეასრულა.

გიორგი მამარდაშვილის შეფასება:

  • Sofascore - 6.9

  • Flashscore - 7.1

  • Whoscored - 6.3

ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 55 ქულით (16 მოგება, 7 ფრე, 10 მარცხი) მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 აპრილს კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები