Belive

იან დიომანდე ლივერპულის მთავარი სამიზნეა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრებისა და ლაიფციგის შემტევის დამატებით ლივერპული სერიოზულად ინტერესდება. თავდაპირველად ინგლისური კლუბი 19 წლის ფეხბურთელისთვის 100 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ბუნდესლიგური კლუბისგან უარი მიიღო, ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერსისაიდული კლუბი დანებებას არ აპირებს და კიდევ ერთ შეთავაზებას ამზადებს.

ლაიფციგს სურს, რომ ფეხბურთელი 1 სეზონით შეინარჩუნოს, მაგრამ დიდი ინტერესიდან გამომდინარე რამდენად გამოუვა ეს გერმანულ გუნდს რთული გასარკვევია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან წასვლას ამჯობინებს.

ლივერპულის გარდა, საქმეში ჩართულია პარი სენ-ჟერმენიც, ფრანგულმა გუნდმა უკვე გამართა მოლაპარაკებები დიომანდეს წარმომადგენლებთან.

იან დიომანდე ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის კოტ-დ’ივუარის ნაკრებთან ერთად ასპარეზობს, დიდი ალბათობით ტურნირის დასრულების შემდეგ ყველაფერი გადაწყდება.

სხვა სტატიები