დღის სატრანსფერო სიახლეები
ჩელსიმ სანდერლენდის ნახევარმცველ გრანიტ ჯაკასთან პირადი კონტრაქტის პირობებზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და ოფიციალური €30 მილიონიანი საწყისი შეთავაზებაც გააგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალონსოს შვეიცარიელი ნახევარმცველის გუნდში მოყვანა თავად სურს. ესპანელი მწვრთნელი ჯაკას ლევერკუზენის ბაიერში წვრთნიდა.
ამჟამად ლონდონური კლუბი სანდერლენდთან სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
🚨💣 EXCLUSIVE DETAIL | Granit Xhaka and Chelsea have already reached a full verbal agreement over a transfer. Personal terms have been fully agreed. #CFC
— Florian Plettenberg (@Plettigoal) June 27, 2026
Chelsea are already in contact with Sunderland.
Xabi Alonso is pushing hard to sign Xhaka post Blick and various English… pic.twitter.com/1RZOILpyVz
ლივერპული მოჰამედ სალაჰის მთავარ შემცვლელად იონ დიომანდეს მოიაზრებს. კლუბი ამზადებს დაახლოებით £86 მილიონიან პირველად შეთავაზებას - ეს ტრანსფერი აფრიკელს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად აქცევს, თუმცა გერმანული კლუბი, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 110 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
თავად ფეხბურთელმა, კურასაოსთან გამარჯვების შემდეგ, აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ინტერვიუში განაცხადა:
“ახლა მთელი ენერგია მსოფლიო ჩემპიონატზე მაქვს მიმართული და მერე ვნახოთ რა იქნება - ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი„ - იონ დიომანდე
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალმა ნიკო პაზი შესაძლოა გამოიყენოს როგორც მთავარი ბერკეტი ინტერის მცველ ალესანდრო ბასტონის ტრანსფერის დასასრულებლად. ჟოზე მოურინიო მადრიდში დაცვის ხაზის გაძლიერებას აქტიურად ითხოვს და სწორედ პასის ირგვლივ მიმდინარე რთული მოლაპარაკებები შეიძლება გახდეს ამ მიზნის მიღწევის გზა.
ესპანური გრანდი მზად არის გაააქტიუროს არგენტინელის €9-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი და ფეხბურთელი კომოდან დაიბრუნოს, თუმცა, კლუბი მის პირველ გუნდში დატოვებას არ აპირებს და არგენტინელი ფეხბურთელის კომოსთვის დაახლოებით 60 მილიონ ევროდ შეთავაზებას გეგმავს.