Belive

,,ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა'' - მამარდაშვილი ლორიაზე

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს. ქართველი მეკარე ეროვნულ გუნდში ბოლო შეხვედრას დღეს, ფარერების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ლორიას გიორგი მამარდაშვილმა მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა:

,,მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს.
ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის — და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.

ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.

მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე!'' - წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში

გიორგი ლორიას საქართველოს ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2008 წლის 27 მაისს ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

სხვა სტატიები