Belive

"გიორგი კვერნაძეს ტრავმა აქვს და მონცასთან მისი თამაში საეჭვოა" - Tuttofrosinone

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფროზინონეს ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ შესაძლოა მომდევნო ტურის შეხვედრა გამოტოვოს. Tuttofrosinone-ს ცნობით 22 წლის შემტევმა ბოლო ვარჯიში ნაადრევად დატოვა და მონცას წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა.

წყაროს ინფორმაციით სამედიცინო პერსონალი ქართველს ყოველდღიურად დააკვირდება, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად მძიმეა მისი ტრავმა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს თამაშში გიორგის ასპარეზობა თითქმის გამორიცხულია.

იტალიური გამოცემა ქართველის შესახებ ასეთ რამეს წერს:

თავისი არაპროგნოზირებადი დრიბლინგის წყალობით ამ სეზონში მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის გარღვევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ის მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზის მთავარი მოთამაშეა - Tuttofrosinone

გიორგი კვერნაძემ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლი/1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ფროზინონე სერია B-ს ცხრილში 41 ქულით პირველ ადგილზეა (12 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი), მონცას წინააღმდეგ შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.

სხვა სტატიები