გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა | Transfermarkt
ფროზინონეს ქართველი ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა, განახლებულ მონაცემებს Transfermarkt აქვეყნებს. 23 წლის შემტევის ფასი 3.5 მილიონი ევრო გახდა. აღნიშნული ღირებულებით ჯერჯერობით კვერნაძემ კარიერის მაქსიმუმს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე ფოთის კოლხეთიდან ფროზინონეში 2023 წელს ჯერ იჯარით გადავიდა, ხოლო შემდეგ, 2024 წელს იტალიურმა კლუბმა ის 900 000 ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა ქართველმა ფროზინონეს მაისური 72-ჯერ მოირგო და 9 გოლი/9 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
შედეგიანობით გიორგი კვერნაძე განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში გამოირჩევა, მას სერია B-ში 5 გოლი/4 ასისტი აქვს, ხოლო ერთი გოლიც იტალიის თასზე გაიტანა.
ასევე გეტყვით, რომ ფროზინონეს სერია B-ს ცხრილში 59 ქულა აქვს (16 მოგება, 11 ფრე, 3 მარცხი) და მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 მარტს, ბარის წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება | Transfermarkt