Belive

მესი მე-2, ხვიჩა მე-4 | ყველაზე დიდი სატრანსფერო ღირებულების ზრდა ისტორიაში - Transfermarkt

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვნად, 50 მილიონი ევროთი გაიზარდა და 140 მილიონი ევრო გახდა, ეს პარი სენ-ჟერმენის შემტევისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. Transfermarkt-ის მიხედვით ეს ზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუმჯობესებაა ფეხბურთის ისტორიაში, კონკრეტულად კი მეოთხეა.

აღნიშნული საიტის მიხედვით ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი გაუმჯობესება საბაზრო ღირებულების მიხედვით 2018 წლის მაისში მო სალაჰს დაუფიქსირებია, როდესაც მისი ღირებულება 70 მილიონი ევროთი გაიზარდა და 80 მილიონიდან 150 მილიონი ევრო გახდა.

სრულად ჩამონათვალში მოცემულია 15 ფეხბურთელი, ცხრილი ასე გამოიყურება:

  1. მო სალაჰი: + 70 მილიონი ევრო

  2. ლეო მესი: + 60 მილიონი ევრო

  3. კილიან მბაპე: + 55 მილიონი ევრო

  4. ხვიჩა კვარაცხელია: + 50 მილიონი ევრო

  5. ვინისიუს ჟუნიორი: + 50 მილიონი ევრო

  6. ნეიმარი: + 50 მილიონი ევრო

  7. უსმან დემბელე: + 47 მილიონი ევრო

  8. ლენარტ კარლი: +40 მილიონი ევრო

  9. კოულ პალმერი: +40 მილიონი ევრო

  10. ანტონი: +40 მილიონი ევრო

  11. უსმან დემბელე: +40 მილიონი ევრო

  12. ლაუტარო მარტინესი: +40 მილიონი ევრო

  13. კევინ დე ბრუინე: +40 მილიონი ევრო

  14. ჰარი კეინი: +40 მილიონი ევრო

  15. მო სალაჰი: +40 მილიონი ევრო

სხვა სტატიები