გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოსნია-ჰერცეგოვინას პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (SPFBiH) მერვე ღონისძიება „კრისტალი 11“ ჩაატარა, რომელზეც ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესოებს ინდივიდუალური და გუნდური პრიზები გადაეცათ.
გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ხოლო მისი სარაევოდან კიდევ ორი ფეხბურთელი, ვლადან ბუბანია და ამარ ბეგანოვიჩი, სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ.
გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატში, 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგიმ სარაევოსთან ერთად ბოსნიის თასი მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე იმყოფება. სარაევო ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს.