რასინგი ბარსელონასთან დამარცხდა | გულიაშვილს სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის თასის 1/8-ფინალში რასინგი ბარსელონასთან 0:2 დამარცხდა. პირველი გოლი 66-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა, ხოლო 90+5 წუთზე ლამინე იამალმა გაზარდა სხვაობა.
რასინგის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა. 24 წლის ფორვარდმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. გულიაშვილი ბურთს 16-ჯერ შეეხო, 7-დან 7 გადაცემა ზუსტად შეასრულა (100%) და კარში ერთხელ დაარტყა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.3
Flashscore - 6.2
⏹️ FINAL
— Real Racing Club (@realracingclub) January 15, 2026
Racing 0-2 Barcelona
#️⃣ #RacingBarça pic.twitter.com/mryTTx0Njb
რასინგი მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, ლა ლიგა 2-ის ეგიდით ჩაატარებს, მათი მეტოქე ლას პალმასი იქნება.