Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარში დაბრუნდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარში დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში იჯარით კოპენჰაგენში ასპარეზობდა, სადაც შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, გახდა დანიის ჩემპიონი და მოიგო დანიის თასი. ყველა ტურნირის ეგიდით კი 33 შეხვედარში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

დონეცკის შახტარის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო, ამისთვის მან 31 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც გუნდის ზაფხულის საწვრთნელ ბანაკში, სლოვენიის ქალაქ ბრდოში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ 31-კაციან შემადგენლობაში მოხვდა კოპენჰაგენიდან დაბრუნებული გიორგი გოჩოლეიშვილი.

სლოვენიის მოსამზადებელ პერიოდში შერჩეულ 31-კაციან შემადგენლობაში ირაკლი აზაროვიც მოხვდა. შეკრებაზე თურქმა სპეციალისტმა არ წაიყვანა კიდევ ერთი ქართველი ლუკა ლაცაბიძე, რომელიც გასულ სეზონში იჯარით ოდესის ჩერნომორეცში ასპარეზობდა, ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას.

სხვა სტატიები