Belive

"გიორგი გოჩოლეიშვილი სპეციალური ნიღბით ივარჯიშებს" - Hamburger Abendblatt

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰამბურგის ფეხბურთელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანული გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, უფრო კონკრეტულად ის ძელს შეეჯახა და ცხვირი მოიტეხა, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო გამოტოვა ლაიფციგთან გამართული შეხვედრა.

Hamburger Abendblatt-ის ცნობით უახლოეს პერიოდში გამართულ ვარჯიშებზე გოჩოლეიშვილი სპეციალური ნიღბით გამოჩნდება, მაგრამ უცნობია ითამაშებს თუ არა მომდევნო ტურის შეხვედრაში, ვოლფსბურგის წინააღმდეგ. არსებობს შანსი, რომ მან შაბათს იასპარეზოს, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, გიორგი თავს კომფორტულად იგრძნობს თუ არა ნიღბის ტარებით.

ჰამბურგი ბუნდესლიგის ცხრილში 8 ქულით მე-11 ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი), მათი მომდევნო მეტოქე, როგორც უკვე აღვნიშნეთ ვოლფსბურგი იქნება, მატჩი 25 ოქტომბერს, 17:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები