გოჩოლეიშვილისა და ზივზივაძის შეფასებები ბუნდესლიგის მეათე ტურში
ბუნდესლიგის მეათე ტურში, ქართველმა ფეხბურთელებმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. ჰამბურგმა შინ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა, ჰაიდენჰაიმი კი ბაიერ ლევერკუზენს ესტუმრა.
გოჩოლეიშვილისთვის თამაში დადებითად უნდა შეფასდეს, მისმა გუნდმა 97-ე წუთზე გატანილი გოლით გაათანაბრა (1:1) და ზედიზედ მეოთხე წაგებას გადაურჩა.
გიორგიმ მოედანზე 74 წუთი გაატარა და SOFASCORE-სგან (7.0) შეფასება დაიმსახურა. ქართველმა მცველმა 13-დან 12 ზუსტი პასი გააკეთა (92%). მიწაზე 4-დან 3-ჯერ მოიგო ორთაბრძოლა და 3 გაკეთებული ვარდნიდან, ყველა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.
1:1 gewonnen. 👏#nurderHSV #HSVBVB pic.twitter.com/9tIZWzI0Qf
— Hamburger SV (@HSV) November 8, 2025
საშინელი დღე ჰქონდა ჰაიდენჰაიმს. ბუდუს გუნდი 6:0 განადგურდა. ზივზივაძემ მხოლოდ 33 წუთი ითამაშა, ის მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა პირველსავე ტაიმში შეცვალა - მაშინ, როცა ჰაიდენჰაიმი უკვე 4:0-ს აგებდა. ქართველმა ფეხბურთელმა ფაქტობრივად ვერაფერი მოასწრო, ის მხოლოდ 8-ჯერ შეეხო ბურთს და მისი შეფასება 6.3-ია.
ჰაიდენჰაიმი ცხრილის ბოლო ადგილზეა (5 ქულით), ხოლო ჰამბურგს 9 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.
⏰ 90 + 2. Min.: Wir verlieren in Leverkusen.
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) November 8, 2025
🔴🔵 #NurDerFCH #B04FCH | @mhp_de pic.twitter.com/QiBbPMqMsR