Belive

ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში 100 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანეს

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჰარი კეინმა ახლახან ბუნდესლიგაში მე-100 გოლი გაიტანა, რისთვისაც მხოლოდ 98 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. ამ შედეგით ინგლისელმა კიოლნის ლეგენდას, დიტერ მიულერს (129 მატჩში) გადაუსწრო და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

საინტერესოა, როგორია ვითარება ევროპის სხვა წამყვან ლიგებში და მიაღწია თუ არა ვინმემ ამ ნიშნულს პრემიერლიგის, სერია A-ს, ლა ლიგის ან ლიგა 1-ის უფრო ნაკლებ მატჩში.

როგორც ირკვევა, კეინს მხოლოდ ერთი ადამიანი უსწრებს და ეს კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელს ლა ლიგაში 100 გოლის გასატანად სულ რაღაც 92 მატჩი დასჭირდა. მან სამნიშნა ზღვარს 2012 წლის მარტში, სოსიედადთან გატანილი გოლით მიაღწია:

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 100 გოლი ლა ლიგის 92 მატჩში

  2. ჰარი კეინი - 100 გოლი ბუნდესლიგის 98 მატჩში

  3. იოსიპ სკობლარი - 100 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატის 100 მატჩში

  4. ჯონი კემბელი - 100 გოლი ინგლისის ჩემპიონატის 102 მატჩში

  5. გუნარ ნორდალი - 100 გოლი სერია A-ს 110 მატჩში

კეინმა პრემიერ ლიგაშიც 100-ზე მეტი გოლი გაიტანა (სულ 213 აქვს), რითაც ის იმ იშვიათ, მხოლოდ 5 ფეხბურთელს შორისაა, რომლებმაც ევროპის ორ ტოპ-ლიგაში მინიმუმ 100 გოლის გატანა შეძლეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველი იყო, ვინც ამას მიაღწია - 2016 წლის მარტში:

  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 100-100 გოლი სერია A-სა და ლიგა 1-ში;

  • გონსალო იგუაინი - 100-100 გოლი სერია A-სა და ლა ლიგაში;

  • ედინსონ კავანი - 100-100 გოლი სერია A-სა და ლიგა 1-ში;

  • კრიშტიანუ რონალდუ - 100-100 გოლი სერია A-სა და ლა ლიგაში;

  • ჰარი კეინი - 100-100 გოლი პრემიერლიგასა და ბუნდესლიგაში.

სხვა სტატიები