შახტარიც და სლოვანიც დამარცხდა | ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა
კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ორი ქართველის გუნდმა ითამაშა. შახტარმა ლეგიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა, გურამ კაშიას სლოვანმა კი ნიდერლანდურ ალკმაართან 1:0 დათმო.
ირაკლი აზაროვმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მცველმა ბურთი 3-ჯერ ჩაჭრა, ასევე 3-ჯერ მოიგერია სახიფათო შეტევა, 2-ჯერ კარში დარტყმული ბურთი დაბლოკა. მან 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, 57 გადაცემა გააკეთა და 52 ზუსტი იყო (91%), ბურთს 79-ჯერ შეეხო.
ირაკლი აზაროვის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.7
Flashscore - 6.9
Поступаємося «Легії» 1:2 в Кракові.
— ⚒FC SHAKHTAR DONETSK (@FCShakhtar) October 23, 2025
⚽️ Лука Мейрелліш
⚡️ Наступна гра Ліги конференцій – 6 листопада з «Брейдабліком» у Кракові.#Shakhtar #UECL #ШахтарЛегія pic.twitter.com/nLhWNd1rBb
გურამ კაშიამ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, სახიფათო შეტევა 5-ჯერ მოიგერია, 2-ჯერ კარში დარტყმული დაბლოკა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა. კაშიამ 54 გადაცემიდან 45 ზუსტად შეასრულა (83%) და ბურთს 68-ჯერ შეეხო.
გურამ კაშიას შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.4
Flashscore - 6.3
შახტარს კონფერენს ლიგაზე 1 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხოლო სლოვანმა ორივე შეხვედრაში წააგო.
შახტარი მომდევნო შეხვედრას უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით 26 ოქტომბერს ჩაატარებს, მათი მეტოქე კუდრივკა იქნება. სლოვანიც შიდა ჩემპიონატში ითამაშებს შემდეგ მატჩს, ისინიც 26 ოქტომბერს ითამაშებენ და მათი მეტოქე პრესოვი იქნება.