Belive

გადამწყვეტი მოგერიება პენალტების სერიაში | გიორგი მამარდაშვილის შეფასება ჩელსისთან მატჩში

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში ლივერპულმა ჩელსი პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და SofaScore-სგან 7.5-ქულიანი შეფასება მიიღო.

პენალტების სერიაში მამარდას კარის აღება ჩელსის 3-მა ფეხბურთელმა ვერ შეძლო - ბარკომ და ფოფანამ კარს ააცილეს, ემანუელ ემეგჰას დარტყმა კი ქართველმა მეკარემ მოიგერია, თანაც, ემეგჰას თერთმეტმეტრიანის გატანის შემთხვევაში, 1/4-ფინალში ჩელსი გადიოდა.

მამარდაშვილმა მეტოქის 3 დარტყმა აიღო, ბურთს სულ 45-ჯერ შეეხო და 34-დან 20 (59%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.

7,6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Flashscore-მა (ყველაზე მაღალი მატჩში), 6,5-ით კი - Whoscored-მა.

ლივერპული მომდევნო მატჩს კვირას, 1 ნოემბერს, პრემიერლიგაში, არსენალის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები