Belive

კერიკს კიდევ ერთი შანსი მისცეს | ის გუნდს ჩელსისთანაც უხელმძღვანელებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაიკლ კერიკს თანამდებობის შენარჩუნების შანსი მიეცა. მან მანჩესტერ იუნაიტედის შედეგები უნდა გააუმჯობესოს. კერიკი, შაბათს, ჩელსისთან გასვლით მატჩშიც, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება. მანჩესტერ იუნაიტედი, კვირას, საკუთარ მოედანზე, ბორნმუთთან 0:3 დამარცხდა. ოთხშაბათს კი, კომოსთან, 4:1 წააგო. კერიკის გუნდმა, ბოლო 12 მატჩიდან, მხოლოდ ორჯერ მოიგო და კარაბაოს თასსაც გამოეთიშა, სადაც ბრაიტონთან დამარცხდა. "წითელი ეშმაკები", პრემიერ ლიგაში, მე-16 ადგილზე არიან და გასავარდ ზონას, მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ.

მიუხედავად ამისა, მანჩესტერ იუნაიტედის ტექნიკურ დირექტორს, ჯეისონ უილკოქსს, რომელიც კერიკის დარჩენას მხარს უჭერს, 45 წლის მწვრთნელისთვის, შედეგების გამოსასწორებლად, შანსის მიცემა სურს. თუმცა, ჯერ უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა ინგლისელი მწვრთნელი თანამდებობას, თუ მანჩესტერ იუნაიტედი „სტემფორდ ბრიჯზე“ დამარცხდება.

ამის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩემპიონთა ლიგაზე, რომას უმასპინძლებს. სამი დღის შემდეგ კი, პრემიერ ლიგაში, ასტონ ვილას დაუპირისპირდება. კერიკისთვის მიცემული დამატებითი დრო, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ უილკოქსს ახალი მწვრთნელის მოსაძებნად, დრო სჭირდება, თუკი კლუბი კერიკის გათავისუფელბას ოფიციალურად გადაწყვეტს.

სხვა სტატიები