ანდონი ირაოლა: "ეს ერთადერთი გუნდია, რომელთან შეხვედრაც არ მინდოდა"
ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, ანდონი ირაოლა, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში, თავის ყოფილ გუნდს, ბორნმუთს დაუპირისპირდება. ეს სწორედ ის მეტოქეა, რომელთან შეხვედრაც ესპანელ სპეციალისტს ყველაზე ნაკლებად სურდა.
გუშინ, ლივერპულმა ჩელსის, პენალტების სერიაში, 6:5 სძლია. გამოსარჩევი იყო აგრეთვე გიორგი მამარდაშვილის მოგერიებული თერთმეტმეტრიანი, რამაც ლივერპული თამაშში დატოვა. საბოლოოდ, მერსისაიდელებმა, კარაბაოს თასზე ლონდონელები დაამარცხეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ბორნმუთს შეხვდებიან. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ანდონი ირაოლამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
კენჭისყრამდე ვამბობდი, რომ ერთადერთი გუნდი, რომელთან შეხვედრაც არ მინდოდა, ბორნმუთი იყო. ჩემთვის, ეს განსაკუთრებული მატჩია. ისინი მე ძალიან კარგად მიცნობენ და ბოლო დროს, შესანიშნავად თამაშობენ. კენჭისყრაში დიდად არ გაგვიმართლა. უკვე ვითამაშეთ ტოტენჰემისა და ჩელსის წინააღმდეგ, ახლა კი ბორნმუთი გველის. თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ბარიერსაც გადავლახავთ და ნახევარფინალში გავალთ. - ანდონი ირაოლა
ლივერპული ბორნმუთს, პრემიერ ლიგაში ერთხელ უკვე შეხვდა. ის მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა. წითლებმა, მასპინძლები ალექსანდერ ისაკის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს. ახლა კი, ესპანელი სპეციალისტი, თავის ყოფილ კლუბს ინგლისის ლიგის თასზეც დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტურნირები ძალიან კარგი შანსია გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც საკუთარ კლასს მოედანზე ნამდვილად ამტკიცებს.
🚨🗣️ Andoni Iraola on facing his former team in the EFL Cup quarterfinals:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 28, 2026
"The only team I didn't want to face was Bournemouth; it will be very special to me." pic.twitter.com/zuNudX0QFF