Belive

პსჟ ესტევაოს იჯარით დამატებას ცდილობს

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი ჩელსის 19 წლის ბრაზილიელი შემტევის, ესტევაო ვილიანის იჯარით დამატებას გეგმავს. "Foot01"-ის ცნობით, ლუის ენრიკე ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მის ტრანსფერს მხარს პსჟ-ს სპორტული მრჩეველი, ლუის კამპოსიც უჭერს.

პსჟ შეტევის გაძლიერებას ტრავმების ფონზე გეგმავს. ხვიჩა კვარაცხელიას და უსმან დემბელეს არყოფნამ ესპანელ სპეციალისტს, შეტევაში, არჩევანი შეუზღუდა. ესტევაო, რომელიც ჩელსიში 2025 წელს, პალმეირასიდან გადავიდა, პრემიერ ლიგაში, სასტარტო შემადგენლობაში, ჯერ არ გამოჩენილა.

"Team Talk"-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ჩელსი მხოლოდ იჯარას განიხილავს და მოითხოვს, რომ პსჟ-მ ფეხბურთელის ხელფასი სრულად დაფაროს. ასევე, ინგლისელები კონტრაქტში ჯარიმის პუნქტის დამატებას ცდილობენ იმ შემთხვევისთვის, თუ ბრაზილიელი შეთანხმებულ სათამაშო დროს ვერ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩელსი, ესტევაოს ზამთარში გაშვებას უკვე დათანხმდა. პსჟ-სთვის, ეს ტრანსფერი, ტრავმების ფონზე, შეტევის გაძლიერების, ხოლო ესტევაოსთვის, სათამაშო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა იქნება.

სხვა სტატიები