Belive

FVS - სისტემა, რომლითაც VAR-ით მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება შეიძლება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

FIFA-ს ინიციატივით, ფეხბურთში VAR-ის მსგავსი სისტემა ინერგება, რომელიც ამ აღნიშნულისგან განსხვავებით, მწვრთნელებს მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გადახედვის საშუალებას მისცემს.

ახალ სისტემას Football Video Support (FVS, ასევე შემოკლებით VS), იგივე "ფეხბურთის ვიდეო მხარდაჭერა" ეწოდება და მისი გამოყენების უფლება მწვრთნელებს 4 შემთხვევაში შეეძლებათ:

  1. გოლის ჩასათვლელად ან გასაუქმებლად;

  2. წითელი ბარათის განსახილველად;

  3. დანიშნული ან არდანიშნული პენალტის სამართლიანობის დასადგენად;

  4. ნებისმიერი სახის საფეხბურთო ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელის ვინაობის გადასამოწმებლად.

FVS-ის გამოყენება, თითოეულ გუნდს, 90 წუთში 2-ჯერ შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუკი FVS-ის განხილვა მისი მომთხოვნი მხარის სასარგებლოდ დასრულდება, გუნდს ლიმიტში კვლავ იმავე რაოდენობის მოთხოვნა რჩება.

მოედანზე მოთამაშე, ასევე სათადარიგოთა სკამზე მოთამაშე ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ FVS-თან დაკავშირებით, მწვრთნელს მიმართონ, რომელიც ერთდერთია, რომელსაც მეოთხე მსაჯთან მისვლისა და FVS-ის მოთხოვნის უფლება აქვს.

FIFA-ს მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის, პიერლუიჯი კოლინას შეფასებით, FIFA-ს ახალგაზრდულ ტურნირზე FVS-ის საცდელმა ფაზამ წარმატებით ჩაიარა.

ამ ეტაპზე, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ახალგაზრდულ ტურნირებზე ახალი სისტემის ტესტირებას კვლავ გავაგრძელებთ - პიერლუიჯი კოლინა

ამ ეტაპზე, FVS სატესტო ფაზაში იმყოფება და შესაბამისად, პროფესიონალურ ლიგებსა და ჩემპიონატებში მის გამოყენებაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა მისი გამოჩენა ბადებს იმედს, რომ ფეხბურთში უსამართლო გადაწყვეტილებების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

სხვა სტატიები