Belive

კოლინას ახალი იდეა - როგორ უნდა შეიცვალოს პენალტის დარტყმის წესი?

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მსაჯი, პიერლუიჯი კოლინა მიიჩნევს, რომ თერთმეტმეტრიანების დარტყმის წესში ცვლილებებია შესატანი:

,,პენალტის შესრულების დროს, ვფიქრობ, რომ თავდამსხმელებს მეკარეებთან შედარებით, ზედმეტად დიდი უპირატესობა აქვთ. საშუალოდ თერთმეტმეტრიანების 75% პირველივე დარტყმით გადის, ფეხბურთელს კი იმის შანსიც აქვს, რომ მეკარის მოგერიების შემდეგ დაამატოს.

ამ თემაზე უკვე IFAB-შიც (ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭო) ვიმსჯელეთ. ერთ-ერთი გამოსავალი ,,1 დარტყმის'' წესია - ისე, როგორც პენალტების სერიაშია. არანაირი დამატება - ან გოლს გაიტან ან თამაში კარიდან გაგრძელდება.'' - პიერლუიჯი კოლინა

კოლინა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მსაჯად ითვლება. იტალიელს, რომელიც IFFHS-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო არბიტრად 6-ჯერ დასახელდა, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები აქვს ნამსაჯი.

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები