Belive

პენალტის დარტყმის წესი იცვლება? - IFAB-ში საკითხზე უკვე მსჯელობენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცვლილება ფეხბურთში, რომელზეც ლეგენდარული იტალიელი მსაჯი, პიერლუიჯი კოლინა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, კვლავ აქტუალურია.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთის მესვეურები აქტიურად განიხილავენ, რომ თერთმეტმეტრიანის დარტყმის წესი შეიცვალოს და ცვლილება ძალაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევიდეს.

საუბარია ე.წ ,,1 დარტყმის'' წესზე, როგორც პენალტების სერიაშია - თუ ფეხბურთელი თერთმეტმეტრიანს ვერ გამოიყენებს, ბურთი მის მეტოქეს გადაეცემა.

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს IFAB-მა (ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭო), რომელზეც კოლინა ამბობდა, რომ ორგანიზაციაში ამას უკვე განიხილავენ:

,,პენალტის შესრულების დროს, ვფიქრობ, რომ თავდამსხმელებს მეკარეებთან შედარებით, ზედმეტად დიდი უპირატესობა აქვთ. საშუალოდ თერთმეტმეტრიანების 75% პირველივე დარტყმით გადის, ფეხბურთელს კი იმის შანსიც აქვს, რომ მეკარის მოგერიების შემდეგ დაამატოს.

ამ თემაზე უკვე IFAB-შიც ვიმსჯელეთ. ერთ-ერთი გამოსავალი ,,1 დარტყმის'' წესია - ისე, როგორც პენალტების სერიაშია. არანაირი დამატება - ან გოლს გაიტან ან თამაში კარიდან გაგრძელდება.'' - კოლინას კომენტარი მიმდინარე წლის თებერვალში

სხვა სტატიები