Belive

Foot Mercato: გიორგი მიქაუტაძე ბარნლის მთავარი სამიზნეა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,მეცის'' თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა, შესაძლოა, ,,ბარნლიში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის გადაბირება პირადად ,,ბარნლის'' მთავარი მწვრთნელის, ვინსან კომპანის, სურვილია. ბელგიელმა სპეციალისტმა გუნდის პროექტის შესახებ მიქაუტაძესთან რამდენიმეჯერ ისაუბრა და მისთვის ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა 37 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც ბომბარდირთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

,,ბარნლი'', რომელმაც გასულ სეზონში პრემიერშიფი მოიგო, მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში იასპარეზებს.

სხვა სტატიები