ფლიკმა არაუხო დასაჯა - მცველს 2 დღეა პირველ გუნდთან არ ავარჯიშებენ
ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, კატალონიური გუნდის ურუგვაელი კაპიტანი - რონალდ არაუხო დასაჯა, რაც იმას ითვალისწინებს, რომ მცველი უკვე მეორე დღეა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშებზე არ ჩანს და მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
🚨 Ronald Araujo has not trained with his Barcelona teammates for two days in a row.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 28, 2025
This comes following his red card against Chelsea, which many consider as a recurring mistake. pic.twitter.com/O1ubWMrAQ1
მიზეზი მარტივია, თუ რატომაც ისჯება რონალდ არაუხო - მან კლუბი ჩელსისთან კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა, თუმცა მან შეძლო და ჯერ ყვითელი, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, შესაბამისად წითელი ბარათით დაისაჯა და 'გუნდი დააღალატა'.
ესპანურ მედიებში ასევე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი ფლიკზე ძალიან განაწყენებულია, რადგან ჩელსისთან მარცხის შემდეგ მწვრთნელსა და არაუხოს შორის ძალიან სერიოზული და დაძაბული საუბარი შედგა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 სეზონში, არაუხოსთვის ეს მეორე წითელი ბარათია. პირველად იგი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან გააძევეს, რის შემდეგაც პარიზულმა გრანდმა ბარსელონა ასპარეზობიდან გამოთიშა.