Belive

ეშლი იანგმა საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა - ეშლი იანგმა, 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ვეტერანმა ინგლისელმა, რომელიც ახლა იფსვიჩში ირიცხება, განაცხადა, რომ შაბათს ბოლო კარიერულ მატჩს ჩაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგაში აღზევებასთან ერთ ნაბიჯშია.

ეშლი იანგმა პროფესიონალური კარიერა 2003 წელს უოტფორდში დაიწყო, შემდეგ კი ასტონ ვილაში ითამაშა 4 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მანჩესტერ იუნაიტედთან გააფორმა კონტრაქტი, სადაც 'წითელ ეშმაკებთან' ერთად პრემიერ ლიგა, ევროპა ლიგა, FA თასი და ლიგის თასი მოიგო. ეშლი იანგმა მანჩესტერში 9 წელი გაატარა, შემდეგ კი ინტერში გადავიდა, სადაც კლუბთან ერთად სერია A მოიგო.

"ეს ისეთი მოგზაურობა იყო, რომელზეც ბავშვობაში მხოლოდ ვოცნებობდი, თუმცა ამ ოცნებას დასასრული უნდა ჰქონდეს და შაბათს, ჩემს პროფესიულ კარიერაში ბოლო თამაშს ჩავატარებ... 23 წელია ფეხბურთელი ვარ და ვფიქრობ, 40 წლის ასაკში უკვე დროა, რომ კარიერა დავასრულო.

ვიცოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას გარკვეულ მომენტში მივიღებდი და ძალიან რთული ყოფილა, ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრებაა და ახლა ცხოვრება რადიკალურად სხვანაირად უნდა გაგრძელდეს, თუმცა ჩემთვის მთავარია, რომ ფეხბურთში ჩემი სიტყვა ვთქვი და ხალხმა გამიცნო.

ვიცი, რომ კარიერის დასრულების შესახებ უკვე გამოვაცხადე, მაგრამ ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ კლუბის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა..." - ეშლი იანგი

აქვე შეგახსენებთ, რომ ეშლი იანგს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წელს შედგა, მას შემდეგ კი 39 მატჩში მოირგო საკუთარი ქვეყნის ფორმა, სადაც 7 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები