Belive

FIFA-მ წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA-მ წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამოქმედდება.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დამტკიცებული ცვლილებები მხოლოდ დადებითად აისახება თამაშზე და ხელს შეუწყობს წმინდა სათამაშო დროის გახანგრძლივებას. ოფიციალურად დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, ახალი წესები შეეხება ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა აუტის მოწოდება, დაშავებული მოთამაშის მოედნიდან გასვლა და ვიდეო რეფერის გამოყენება.

FIFA-ს ახალი წესები

  • მოთამაშეს, რომელსაც შეცვლიან მოედნის დასატოვებლად 10 წამი ექნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ნაცვლად შეცვლაზე შემომსვლელ ფეხბურთელს 1 წუთის მოცდა მოუწევს.

  • აუტები 5 წამის განმავლობაში უნდა მოწოდდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთი მეტოქეს გადაეცემა.

  • მოთამაშემ, რომელსაც სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, მოედანი უნდა დატოვოს და 1 წუთის შემდეგ დაბრუნდეს.

  • VAR-ს შეეძლება მეორე ყვითელ ბარათსა და კუთხურზე ჩარევა, თუ აშკარა იქნება თვალსაჩინო შეცდომა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მსოფლიო პირველობას აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.

სხვა სტატიები