ინგლისს პრობლემები აქვს - განასთან შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ ითამაშოს
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო და პირველ შეხვედრაში, ხორვატიის ნაკრები დამაჯერებლადაც დაამარცხა. მეორე ტურში კი "სამი ლომი" განას ნაკრებს დაუპირისპირდება, მაგრამ ეს მატჩი, დიდი შანსია, რამდენიმე ფეხბურთელმა გამოტოვოს.
ერთ-ერთი მათგანი არსენალის თავმდამსხმელი ბუკაიო საკაა, რომელსაც ფეხის მცირე ტრამვა აქვს. ამის გამო, მარჯვენა გარემარბი შესაძლოა, თავის ნაკრებს ვერ დაეხმაროს. კითხვები არსებობს დეკლან რაისთან დაკავშირებითაც, რომელმაც ხორვატიასთან შეცვლის დროს, მოედანი კოჭლობით დატოვა. მატჩი შეიძლება, ხორვატთა წინააღმდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა, მარკუს რაშფორდმაც გამოტოვოს, რომელიც კუნთის დაჭიმულობას უჩიოდა.
ამ სავარაუდო დანაკლისების მიუხედავად, ინგლისის ნაკრები, განას წინააღმდეგ, აშკარა ფავორიტია. ბრიტანელები ძალიან ახლოს არიან ჯგუფური ეტაპიდან გასვლასთან. ამისთვის მათ ერთი თამაშის მოგებაღა სჭირდებათ.
ინგლისისა და განას დაპირისპირება ხვალ, 23 ივნისს, თბილისის დროით 00:00სთ- ზე გაიმართება.
🚨🚨| JUST IN: Bukayo Saka 𝐌𝐈𝐒𝐒𝐄𝐃 training ahead of England's World Cup clash vs Ghana due to an Achilles injury.
— CentreGoals. (@centregoals) June 20, 2026
[@johncrossmirror] pic.twitter.com/3KsS1VjqH2