Belive

ფერმინ ლოპესი: "ძალიან გამიკვირდა, რომ ბარსელონამ ეს ფეხბურთელი შეიძინა"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ნახევარმცველმა, ფერმინ ლოპესმა, გუნდის ერთ-ერთი ახალწვეულის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა და დაადასტურა, რომ მისთვის ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი, ინგლისელი გარემარბის, ენტონი გორდონის დამატება იყო. მას შემდეგ რაც, 23 წლის ფეხბურთელმა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, ლუის დე ლა ფუენტემ ლოპესი ერთა ლიგისთვის, ნაკრებში გამოიძახა. Mundo Deportivo-სთან საუბრისას, ფერმინმა საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთზე საუბრის შემდეგ, იმ ტრანსფერზე ისაუბრა, რომელმაც ყველაზე მეტად გააკვირვა.

ენტონი გორდონს ბარსელონაში ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი. ნიუკასლს ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გორდონი ჩვენი ფეხბურთელი გახდებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რომ ბარსელონამ ის შეიძინა. საბოლოოდ კი, ჩვენთვის ეს შესანიშნავი შენაძენი აღმოჩნდა. გორდონი ჩვენ ძალიან დაგვეხმარა. - ფერმინ ლოპესი

ფერმინის თქმით, გორდონი ბარსელონას სწრაფად მოერგო და თანაგუნდელებთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც მოედანზეც შესაბამისად აისახა.

სხვა სტატიები