Belive

ანტონი: "ვხედავ კრიტიკასა და ბულინგს ფეხბურთელების მხრიდან, მაგრამ მე ამით ვძლიერდები..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერის" შემტევი - ანტონი, მედიისა და თანაგუნდელების მხრიდან ბულინგის შესახებ საუბრობს.

23 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იგი ყოველდღიურად იღებს ბულინგსა და კრიტიკას ყოფილი თანაგუნდელების, გულშემატკივრებისა და მედიის მრიდან, რაზეც ისაუბრა.

"მე ვხედავ ძალიან მწვავე კრიტიკას მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელების, მედიის და სხვა ადამიანების მხრიდან... მაგრამ არასდროს მინახავს, ​​რომ მათთან კონსტრუქციული კრიტიკა ყოფილიყო. მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაბულინგება და კარიერის დასრულებაა, თუმცა მე ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებს და საკუთარ თავში იმის რწმენას მიჩენს, რომ სწორი გზით მივდივარ და ვვითარდები.

ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, არ ვიცი საიდან დაგროვდა ამდენი ადამიანის ზიზღი ჩემს მიმართ, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას ვარ და სწორად ვვითარდები..." - ანტონი

შეგახსემენთ, რომ ახალგაზრდა შემტევი რამდენიმე თვის წინ, თავისმა ყოფილმა შეყვარებულმა ძალადობაში დაადანაშაულა. საქმე 2022 წელს მომხდარ ფაქტს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ანტონი გაბრიელას თავს მანჩესტერის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში დაესხა. ფეხბურთელის მიმართ ძალადობის ბრალდებები პირველად ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. საჩივრები ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა გაასაჯაროვა, რის შემდეგაც იგი ნაკრებიდან და კლუბიდან დაუყონებლივ მოკვეთეს. 

ამის შემდგომ სასამართლომ იგი უდანაშაულოდ სცნო და "წითელმა ეშმაკებმა" ბრაზილიელი შემტევი კლუბში დააბრუნეს.

ანტონი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2022 წელს გადავიდა, მას შემდეგომ კი 58 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.


სხვა სტატიები