Belive

ლიონელ სკალონი: "არის კომპონენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალი ნამდვილ დრამად იქცა. არგენტინის ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ უმძიმესი ბრძოლა ჩაატარა, სადაც მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა დამატებით დროში „ალბისელესტემ“ მეტოქის გატეხვა მოახერხა, 3:1 გაიმარჯვა და მუნდიალის საუკეთესო ოთხეულში დაიკავა ადგილი. ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილები საბოლოოდ დაკომპლექტდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდს მომდევნო ეტაპამდე ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი.

„ამ გუნდმა უკვე მიაღწია რაღაც ისტორიულს, თუმცა ახლა მთავარია, მომდევნო მატჩისთვის ძალები სრულად აღვიდგინოთ. რეალისტები უნდა ვიყოთ - არის კომპონენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ.

დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო. წინასწარვე ვიცოდით, რომ შვეიცარია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და ამ ასპექტში მათ უდიდესი პრობლემები შეგვიქმნეს. მათი ერთი მოთამაშე გააძევეს და ამის შემდეგ გუნდმა შეტევა დაიწყო.

არ აქვს მნიშვნელობა, ინგლისს ვეთამაშებით თუ ნორვეგიას, ჩვენ ისეთ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ახლა კი ჩვენი ფიზიკური ფორმა უნდა აღვადგინოთ, რადგან ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია." - ლიონელ სკალონი

წინ ნამდვილი საფეხბურთო კულმინაცია და გადამწყვეტი ბრძოლები გველოდება. სკალონის შეგირდებს ოქროსკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ურთულესი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ, გულშემატკივარი კი ტიტულის დაცვის მოლოდინშია.

არგენტინის ნაკრები 1/2-ფინალში ძალიან პრინციპულ მეტოქეს, ინგლისის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები