Belive

სკალონი: ,,რა თქმა უნდა, ესპანეთი-საფრანგეთი ნაადრევი ფინალია''

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, შვეიცარიასთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,შვეიცარიას მსოფლიო ჩემპიონატებზე დიდი ისტორია აქვს. ჰყავთ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები და ძლიერები არიან. ასე რომ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რთული მეტოქე იქნება.

ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, ისევე როგორც სხვა ოპონენტებს. მათ მსოფლიო ჩემპიონატიდან კოლუმბია გააგდეს - გუნდი, რომელიც ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობდა.

მესი? 39 წლის ასაკში ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ლეო იმავე დონეზე აღარ არის, მაგრამ მე უკვე ვეღარც კი ვითვლი, რამდენჯერ მითქვამს - სანამ მესის თამაში უნდა, ის საუკეთესოდ დარჩება. ჩვენ, ვინც ვხედავთ როგორ ვარჯიშობს და რას აკეთებს დღეს, ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორი იქნებოდა 23 წლის ასაკში, როცა ბარსელონაში გვარდიოლასთან ერთად იყო.

არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ აგორებული კამპანია? ზოგიერთი ძალიან დიდი ხანია ამბობს, რომ მსაჯები ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებენ. შესაძლოა, უბრალოდ არ უნდათ, რომ მოვიგოთ, რადგან წინა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დღეს, VAR-ის ეპოქაში, ძალიან რთულია ვინმე დაგეხმაროს. ლისანდრო მარტინესს ფეხზე დააბიჯეს და ეს ჯარიმა იყო. სოციალურ ქსელებში ყველაფერი გადაჭარბებულად შუქდება, თუმცა არანაირი ხელშეწყობა არ არსებობს.

ესპანეთისა და საფრანგეთის მატჩი? რა თქმა უნდა, ეს ნაადრევი ფინალია. ისინი მთავარი ფავორიტები არიან.'' - ლიონელ სკალონი

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას შეხვდება. მატჩი ხვალ, 05:00 საათზეა ჩანიშნული.