Belive

ფერნანდო გაგო პრესკონფერენციის დროს შეუძლოდ გახდა და გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოკა ხუნიორსის, ვალენსიას, რომას, მადრიდის რეალის, ველეს სარსფილდის და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი უნივერსიდად დე ჩილეს მწვრთნელი, ფერნანდო გაგო პრესკონფერენციის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გამო სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არგენტინელი სპეციალისტი გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ჩილეურმა კლუბმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მწვრთნელი სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, მოგვიანებით კი ოპერაციის ფაქტი დადასტურდა. გაგო უახლოეს მატჩში გუნდს სათადარიგო სკამიდან ვერ უხელმძღვანელებს.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ 40 წლის არგენტინელი პრესკონფერენციის მიწურულს თავს უკვე შეუძლოდ გრძნობდა.

კლუბის სპორტული დირექტორი, მანუელ მაიო, გაგოს გვერდიდან არ მოშორებია. მისი თქმით, ოპერაციის შემდეგ მწვრთნელი თავს კარგად გრძნობს: "პალატაში რომ შევედი, უკვე კვირის მატჩზე და იმ ფეხბურთელებზე მელაპარაკებოდა, რომლებსაც მანამდე განვიხილავდით. ვუთხარი, რომ ახლა ამის დრო არ იყო, უნდა დამშვიდებულიყო და დაესვენა".

ამ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზი არ საჯაროვდება. გაგო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, სანამ მისი რეაბილიტაციის ზუსტი ვადები არ დადგინდება.

ფერნანდო გაგოს მადრიდის რეალთან ერთად ორჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი აქვს მოგებული. ასევე, ის ბოკასა და ველსის შემადგენლობაში არგენტინის ჩემიონი ხუთჯერ გახდა, ორჯერ რეკოპა სუდამერიკანა მოიგო, არგენტინის ნაკრებთან ერთად კი 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალსაც დაეუფლა.

სხვა სტატიები