ფაბრიციო რომანო: "უმტიტი ლილის ფეხბურთელია"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სამუელ უმტიტიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ლილს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
Samuel Umtiti joins Lille as free agent after terminating his contract at Barça. Deal in place. 🔴🇫🇷
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 21, 2023
Free transfer done, medical completed as per @RmcSport @FabriceHawkins. pic.twitter.com/SUQJimyEbe
უმტიტის კონტრაქტთან დაკავშირებით, რომანო დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს.
ფრანგი მცველი "ბლაუგრანას" ღირსებას 2016-23 წლებში იცავდა, თუმცა, გასული სეზონი იჯარის წესით "ლეჩეში" გაატარა.