Belive

ფაბრიციო რომანო: "ოფიციალურად | ლუის სუარესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლუის სუარესი "ინტერ მაიამიში" გადავიდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სუარესი და "ინტერ მაიამის" მესვეურები, პირად კონტრაქტზე ჯერ კიდევ 1 თვის წინ შეთანხმდნენ, თუმცა დღეს ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა და სუარესი კვლავ მესისთან, ხორდი ალბასთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად შეძლებს თამაშს.

ლუის სუარესმა "ინტერ მაიამისთან" 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლოს "გრემიოს" ღირსებას იცავდა, სადაც 53 მატჩში, 27 გოლის გატანა შეძლო. ყველასათვის მოულოდნელად, ურუგვაელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების ფონზე კონტრაქტს წყვეტდა. ამის მიზეზი გადატვირთული კალენდარი გამოდგა. ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ სხეულისთვის დასვენების საშუალება მიეცა.

სხვა სტატიები