Belive

ჩაბი ალონსო: "მხოლოდ 3 ქულა დავკარგეთ, კიდევ ბევრის მოპოვება შეგვიძლია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო, ლა ლიგის მე-15 ტურში, ვიგოს სელტასთან წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ საუბრობს.

"მსაჯის გადაწყვეტილებამ გაგვაბრაზა. მან დროის შეფერხებას ყურადღება არ მიაქცია. მეტოქემ ამით რიტმიდან გამოგვაგდო და არბიტრი საკითხს ლმობიერად შეხვდა.

ყველანი გაბრაზებულები ვართ, ეს არ იყო ისეთი თამაში, როგორიც გვინდოდა და შესაბამისად, არც შედეგით ვართ კმაყოფილები. ედერ მილიტაოს ტრავმამ პრობლემა შეგვიქმნა და მობილიზება გაგვიჭირდა.

შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ, მაგრამ სათამაშო სცენარი ჩვენი სურვილის შესაბამისად არ განვითარდა.

რაც შეიძლება მალე უნდა გადავშალოთ ეს გვერდი. მხოლოდ სამი ქულა დავკარგეთ, ლა ლიგაში კი მოსაპოვებელი კიდევ ბევრი დარჩა.

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგა გვაქვს, სადაც შეგვიძლია რომ სწორი რეაქცია გამოვავლინოთ და ეს უსიამოვნო შეგრძნება გავიქროთ", - ამბობს ჩაბი ალონსო.

მადრიდის რეალი ლა ლიგაში 16 ჩატარებული მატჩის შემდეგ 36 ქულას ფლობს და მეორე ადგილზეა, ლიდერ ბარსელონას ჩაბი ალონსოს გაწვრთნილი გუნდი 4 ქულით ჩამორჩება. უახლოესი მატჩი მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგაზე, 11 დეკემბერს, მანჩესტერ სიტისთან, საშინაო კედლებში ელოდება.

სხვა სტატიები