ევროპა ლიგის პლეი-ინის წყვილები ცნობილია
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგაზე პლეი-ინის წილისყრა გაიმართა. 30 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, შვეიცარიაში მდებარე უეფას სათაო ოფისმა რანგით მეორე ევროპული ტურნირის წილისყრას უმასპინძლა.
პლეი-ინში გასული 16 გუნდი შემდეგ 8 წყვილში გადანაწილდა.
ლუდოგორეცი - ფერენცვაროში
ზაგრების დინამო - გენკი
გლაზგოს სელტიკი - შტუტგარტი
ბრანი - ბოლონია
პანათინაიკოსი - პლზენის ვიქტორია
პაოკი - ვიგოს სელტა
ფენერბაჰჩე - ნოტინგემ ფორესტი
ლილი - ცრვენა ზვეზდა
შემდეგი ეტაპის საწყისი მატჩები 19, ხოლო საპასუხო შეხვედრები 26 თებერვალს გაიმართება.