ფაბრიციო რომანო ადასტურებს | ვინ იგულისხმა ფლორენტინო პერესმა განცხადებაში?
მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა. 79 წლის მენეჯერმა თქვა, რომ 150 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს ისეთი სუპერვარსკვლავისთვის, რომელიც არ თამაშობს პრემიერ ლიგაში. ამ განცხადებამ გულშემატკივრებში ვარიაციები გამოიწვია და არაერთი ვარსკვლავის სახელმა გაიჟღერა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც აქტიურად განიხილება.
პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ შემთხვევაში საუბარი მიუნხენის ბაიერნის ფრანგ ვარსკვლავზე, მაიკლ ოლისეზეა, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა და ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
მაიკლ ოლისეს გერმანიის ბუნდესლიგის და თასის მომგებ სეზონში ვენსან კომპანის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში 22 გატანილი გოლი და 31 საგოლე პასი დაუგროვდა, 24 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.