ესპანეთმა ფინალში გამარჯვებით, ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ესპანეთმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებით, ყველა დროის რეკორდი დაამყარა. "ლა როხა" გახდა პირველი ნაკრები ისტორიაში, რომელსაც ყველაზე გრძელი, 38-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ამ მიღწევით, ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა, იტალიის შედეგი გააუმჯობესეს (37). ამასთან ერთად, ესპანეთმა, იტალიასთან შედარებით, ამ შედეგს უფრო ნაკლებ დროში მიაღწია. "ნერაძურისთვის", 37-მატჩიანი წაუგებელი სერია 3 წელს (2018/2021) ითვლიდა. ესპანეთმა კი ეს შედეგი, 2 წლის განმავლობაში - 2024/2026 გააუმჯობესა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ბოლოს, ამხანაგურ მატჩში, კოლუმბიის წინააღმდეგ, 2024 წლის 22 მარტს, კოლუმბიასთან წააგო.
გარდა ამისა, ესპანეთი გახდა პირველი ნაკრები, უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ერთ გათამაშებაში ყველაზე ცოტა, 1 გოლი გაუშვა. 2026 წლის მუნდიალზე, "ლა როხას" კარის აღება, მხოლოდ ბელგიამ, კერძოდ, შარლ დე კეტელარემ შეძლო. დანარჩვენ შეხვედრებში, მუნდიალის ორგზის გამარჯვებულმა, კარი მშრალად შეინახა.
🚨 𝐒𝐏𝐀𝐈𝐍 𝐀𝐑𝐄 𝐑𝐔𝐋𝐈𝐍𝐆 𝐓𝐇𝐄 𝐖𝐎𝐑𝐋𝐃 𝐀𝐍𝐃 𝐇𝐀𝐕𝐄 𝐒𝐄𝐓 𝐀 𝐍𝐄𝐖 𝐔𝐍𝐁𝐄𝐀𝐓𝐄𝐍 𝐑𝐄𝐂𝐎𝐑𝐃: 𝟑𝟖 𝐆𝐀𝐌𝐄𝐒 🤯
— 433 (@433) July 20, 2026
After winning the World Cup final, Spain are now unbeaten in 38 consecutive games, breaking Italy’s record of 37 and setting a new all-time… pic.twitter.com/37Kh4yZPY7
ფინალის დასრულების შემდეგ, მატჩზე, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემაც ისაუბრა. 65 წლის სპეციალისტმა ყურადღება მესის განეიტრალებასა და ტაქტიკურ დისციპლინაზე გაამახვილა.
მესი თამაშიდან ბურთის ფლობის ხარჯზე გამოვთიშეთ. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. თითოეულმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია. ფინალში უკეთესი გუნდი ვიყავით. სამწუხაროა, რომ შეხვედრა უფრო ადრე ვერ მოვიგეთ, თუმცა, ასეთი მატჩების ჩატარება არასდროს არის მარტივი. გამარჯვება, რომელიც დიდი ძალისხმევის ფასად მოდის, ყოველთვის ყველაზე სასიამოვნოა. - ლუის დე ლა ფუენტე
ესპანეთმა, ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი დიდი ტიტული მოიგო. დე ლა ფუენტე, ყოველთვის გუნდურ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას და ამ სათამაშო ფილოსოფიამ, "ლა როხა" ისტორიაში რიგით მეორე მსოფლიო თასამდე მიიყვანა. გარკვეულწილად, ამ ფორმაციის ესპანეთი, ძველი ესპანეთის ვერსიის ანარეკლია. სიმბოლურია ისიც, რომ ამჟამინდელ ესპანეთს, ძველი ნაკრების შედეგის გამეორების შანსი აქვს. 2008, 2010 და 2012 წლებში, ესპანეთმა "ჰეთ-ტრიკი" შეასრულა. ამჟამად, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი 2024 ევროპის ჩემპიონატისა და 2026 წლის მუნდიალის გამარჯვებულია. იმი შემთხვევაში თუ "ლა როხა" 2028 წლის ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ადრინდელ შედეგს გაიმეორებს.