Belive

ემილიანო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების რეკორდი მოხსნა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. „ფურია როხამ“ დრამატულ ბრძოლაში, მეორე დამატებულ დროში არგენტინის გატეხვა მოახერხა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა. მატჩის ერთადერთი და საჩემპიონო გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა გაიტანა, რის შედეგადაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

მიუხედავად მარცხისა, მატჩის გმირად იქცა არგენტინელთა მეკარე ემილიანო მარტინესი. „დიბუმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების ისტორიული რეკორდი მოხსნა - მან ესპანელთა წინააღმდეგ 10 სეივი შეასრულა, რითაც წინა საუკეთესო მაჩვენებელი გააუმჯობესა.

მარტინესის გმირული თამაშის მიუხედავად, კაცნაკლულმა არგენტინამ ტიტულის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო და მსოფლიო გვირგვინი ესპანეთს დაუთმო.

სხვა სტატიები