,,ერთი უფრო ტექნიკურია, მეორე - ფიზიკურად ძლიერი'' - ფროზინონეს მწვრთნელი კვარაცხელიასა და კვერნაძეზე
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეჩესთან მოგების შემდეგ, ფროზინონეს მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალვინის, ჟურნალისტმა გიორგი კვერნაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა:
„როცა კრემონეზეს ვწვრთნიდი, კვარას წინააღმდეგ ვითამაშეთ, ის ცოტათი უფრო ტექნიკურია, დრიბლინგისადმი უფრო მიდრეკილი.
კვერნაძეს მეტი ფიზიკური ძალა აქვს და მეტი სივრცე სჭირდება. კვარაცხელია ოდნავ უფრო ფანტაზიის მქონე მოთამაშეა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. გიორგი თავისი მონდომებითა და მზაობით უბრალოდ აღმაფრთოვანებს, მათ შორის სავარჯიშო პროცესშიც.'' - მასიმილიანო ალვინი
ალვინიმ მისი გუნდის მთავარ ამოცანაზეც ისაუბრა და მკაფიოდ აღნიშნა, რომ კარგი სტარტის მიუხედავად, მიზნად კვლავ სერია A-ში ადგილის შენარჩუნება რჩება:
17 ქულით ვერ გადარჩები. ვეცადოთ, მოვიპოვოთ იმდენი ქულა, რამდენიც საჭიროა,
სერია A-ს მე-9 ტურში ფროზინონემ ლეჩეს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. მატჩში გიორგი კვერნაძემ პენალტი მოიპოვა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
9 ტურის შემდეგ, ალვინის გუნდს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.