ერთი და იგივე აკადემიიდან პრემიერ ლიგის მთავარ მწვრთნელობამდე
ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონი ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ 3 ძალიან ძლიერი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა ერთსა და იმავე აკადემიიდან დაიწყო. კერძოდ, ჩელსის მთავარი მწვრთნელი ხაბი ალონსო, ლივერპულის მომავალი თავკაცი ანდონი ირაოლა და არსენალის მწვრთნელი მიკელ არტეტა ესპანეთში, 90-იან წლებში, ანტიგუოკოს აკადემიაში ერთად თამაშობდნენ.
აქვე გეტყვით, რომ მიკელ არტეტა უკვე გახდა არსენალთან ერთად პრემიერ ლიგის გამარჯვებული, ხაბი ალონსო ჩელსის მთავარ მწვრთნელად რამდენიმე დღის წინ გაოფიციალურდა, ხოლო ანდონი ირაოლას ლივერპულში დანიშვნის საქმეც დროის საკითხია.
Mikel Arteta, Xabi Alonso and Andoni Iraola all came from the same academy in the Basque Country 🧠 pic.twitter.com/VEAJrLj9QO
— ESPN UK (@ESPNUK) June 1, 2026
ანტიგუოკოს აკადემიის პირველი წევრი ხაბი ალონსო იყო, ის გუნდს 1990 წელს შეუერთდა, მიკელ არტეტა და ანდონი ირაოლა კი კლუბში მომდევნო წელს ჩაირიცხნენ. ალონსო და ირაოლა იქ 1999 წლამდე ასპარეზობდნენ, ხოლო არტეტა 1997 წელს ბარსელონას აკადემიაში გადავიდა.