Belive

იურგენ კლოპმა, ლივერპულში მუშაობის პერიოდში, მბაპეს შესაძენად ფარული შეხვედრა მოაწყო

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ყოფილმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, რომ 2017 წელს, სანამ კილიანი პსჟ-ში გადავიდოდა, მას მბაპეს შეძენა სურდა. ფრანგ ვარსკვლავთან, მსოფლიო ჩემპიონატზე, ხელახლა შეხვედრისას, გერმანელმა მწვრთნელმა იმ ისტორიაზე ისაუბრა, როდესაც მბაპეს ოჯახისთვის, ხუთოთახიანი კერძო თვითმფრინავი დაიქირავა. ეს იყო ერთგვარი ფარული ოპერაცია, რადგან მათი შეხვედრა, მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ეს ყველაფერი, გერმანელმა სპეციალისტმა, მბაპეს დასარწმუნებლად დაგეგმა.

მოგვიანებით კი, კლოპმა, მბაპესთან და მის ოჯახთან ერთად განხორციელებული ეს საიდუმლო შეხვედრა ამ სიტყვებით გაიხსენა.

მბაპეს შემთხვევაში, ეს იქამდე მოხდა, სანამ ის პარიზში გადავიდოდა. ჩვენ, მის სანაცვლოდ, დაახლოებით 500 მილიონი ევროს გადახდას ვაპირებდით. ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, რომელიც არ შედგა.

ჩვენ ბლექპულიდან ნიცაში გავფრინდით. მბაპეს მთელი ოჯახი თვითმფრინავში იყო, რომელსაც 5 კაბინა ჰქონდა. არ შეიძლებოდა, ვინმეს ჩვენთვის თვალი მოეკრა. ეს შესანიშნავი დღეები იყო. ამის შემდეგ, კი ის პარიზში გადავიდა. - იურგენ კლოპი

ლივერპულის მცდელობების მიუხედავად, მბაპე პარი სენ-ჟერმენის წევრი გახდა. მაგრამ მისი საფრანგეთში თამაში, ლეო მესისა და ნეიმარის ფონზე გართულდა. ამის შემდეგ კი, ფრანგი შემტევის საფეხბურთო კარიერაში, კიდევ ერთი ახალი თავი დაიწყო, როდესაც მან მადრიდის რეალის მაისური მოირგო.

დღესდღეობით კი, მიუხედვად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობისა, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მთავარ მიზნად, კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგება რჩება.

სხვა სტატიები