Belive

ბეშიქთაში მამარდაშვილის დასამატებლად იბრძვის

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქული მედიის ცნობით, ბეშიქთაში ლივერპულთან 25 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა, ლივერპულმა, საქართველოს ნაკრების მეკარე, 2024 წელს, ვალენსიიდან შეიძინა. მამარდაშვილი 1 სეზონის განმავლობაში ესპანურ კლუბში იჯარით დარჩა. ვალენსიამ მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.

თურქულმა გუნდმა დაიწყო მუშაობა მეკარის ტრანსფერზე, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბეშიქთაში უკვე დაუკავშირდა ლივერპულს მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით. - წერს Besiiktash-Plus

გამოცემის ცნობით, მეკარეს თავად სურს შეუერთდეს გუნდს, სადაც რეგულარულად ითამაშებს. გასულ სეზონში, მამარდაშვილი მხოლოდ მაშინ იწყებდა, როდესაც ლივერპულის ძირითადი მეკარე, ბრაზილიელი ალისონ ბეკერი, დაშავებული იყო.

გერმანული ონლაინ პორტალის Transfermarkt-ის მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები