Belive

ეროვნული ლიგა | ფრე ქართულ დერბიში და მესამეადგილოსანი ცნობილია

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 2025 წლის სეზონის 35-ე, დასკვნითისწინა ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა და სეზონის მესამეადგილოსანი გუნდიც გაირკვა.

კლასიკური ქართული დუელი, ქვეყნის ორ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის დედაქალაქში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა. შეხვედრაში უხვგოლიანი ფრე (2:2) დაფიქსირდა.

მე-14 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: ბარნს ოსეიმ დინამო წინ გაიყვანა, საწყისი ტაიმის მერვე დამატებულ წუთზე კი ბიორნ იონსენმა პენალტიდან წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს. 64-ე წუთზე ნიკა ნინუას ავტო-გოლით იმერულმა გუნდმა წინ გასვლა შეძლო, ხოლო 90-ე წუთზე ნანა-კოფი დონკორმა დინამოელებისთვის ქულის მომპოვებელი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ, ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 56 ქულა დააგროვა, ხოლო დირკ შუსტერის კოლექტივმა - 60 და მესამე პოზიციაზე გასვლა გაინაღდა. დინამო თბილისი ამ სეზონში მეოთხე ადგილს დაიკავებს. დასკვნით ტურში დინამო თბილისი გორის დილას სტუმრად შეხვდება, ქუთაისის ტორპედო კი საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს და 17:00 საათზე უნდა დაიწყოს.


სხვა სტატიები