Belive

ანშლაგის მოლოდინი | ბრატისლავაში იბერიასთან მატჩზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ელიან

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 ბრატისლავის სლოვანს სტუმრად უნდა შეხვდეს.

29 ივლისს გასამართ მატჩზე გულშემატკივრების განსაკუთრებით მაღალი დასწრების მოლოდინი არსებობს. სლოვაკურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯერ კიდევ წინა კვირის უქმე დღეებამდე, გასაყიდი ბილეთების პრაქტიკულად ნახევარი (11 000) უკვე გაყიდული გახლდათ.

sport.aktuality-ის ინფორმაციით, ბრატისლავის სლოვანში ელიან, რომ მატჩს სავსე ტრიბუნებით უმასპინძლებენ და გულშემატკივრები განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან.

ბრატისლავის სლოვანისა და იბერია 1999-ს მატჩი 29 ივლისს, სლოვაკეთის დედაქალაქში, "ტეჰელნე პოლე არენაზე" უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 22:15 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები