ირაკლი იეგოიანი ერედივიზიონის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ჩემპიონატი ახლადდაწინაურებული კამბურისა და ექსელსიორის მატჩით გაიხსნა. ექსელსიოერმა ძალიან მარტივად, 0:4 დაამარცხა მეტოქე და ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეული აღმოჩნდა.
ირაკლი იეგოიანმა, რომელმაც შეუცლელად ითამაშა, გარდა იმისა, რომ მატჩში ანგარიში გახსნა, ერედივიზიონის 2026/27 წლების სეზონის პირველი გოლიც გაიტანა. ქართველს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა - მეორე გოლის დროს მან ნიდერლანდელ შემტევს, ნოა ნაუიოკსს გაატანინა (ნაუიოკსმა დუბლი შეასრულა, თუმცა იეგოიანმა უკეთესი შეფასება დაიმსახურა).
ეს კარგი სტარტი 22 წლის ქართველს პირველი ტურის საუკეთესო გუნდში მოხვედრით დაუფასდა.
ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი
"ირაკლი იეგოიანმა (ექსელსიორი) 4-0 გასვლით მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ნახევარმცველისგან სასურველი შედეგია. მან ოთხი მნიშვნელოვანი პასი და ორი შესანიშნავი შანსი შექმნა, ასევე ბურთის რვაჯერ მოიპოვა და ორი ჩაჭრაც დაუმატა.
30-დან 25 ზუსტი პასით და ორივე მხრიდან მოსალოდნელი მაღალი მაჩვენებლებით, მისი გავლენა აშკარა იყო, რაც Sofascore-ის 8.8 რეიტინგშიც აისახა." - ვკითხულობთ Sofascore-ს საიტზე.
15 აგვისტოს ექსელსიორს უფრო რთული გამოცდა ელის - ქართველის გუნდი პსვ-ს მიიღებს.