კარიერაში პირველად | ესპი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოულოდნელი ცვლილება განხორციელდა. ფერან ტორესმა მარცხენა კოჭის არეში არსებული დისკომფორტისა და ტკივილების გამო „ფურია როხას“ შეკრება ვადაზე ადრე დატოვა. სამწვრთნელო შტაბმა პსჟ-ს შემტევის ჩასანაცვლებლად შანსი ახალგაზრდა ტალანტს - კარლოს ესპის მისცა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში პირველი გამოძახებაა. ესპის დებიუტის შანსი ჩეხეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ გასამართ უახლოეს მატჩებში ექნება.
🚨 𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋: 𝐅𝐈𝐑𝐒𝐓 𝐂𝐀𝐋𝐋 𝐔𝐏 𝐅𝐎𝐑 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎𝐒 𝐄𝐒𝐏𝐈 𝐖𝐇𝐎 𝐑𝐄𝐏𝐋𝐀𝐂𝐄𝐒 𝐅𝐄𝐑𝐑𝐀𝐍 𝐓𝐎𝐑𝐑𝐄𝐒 🇪🇸
— 433 (@433) October 2, 2026
Ferran Torres has left the Spain camp due to discomfort in his left ankle, Spain confirm. 🤕
Carlos Espí, who scored 𝗙𝗢𝗨𝗥 𝗚𝗢𝗔𝗟𝗦 and provided… pic.twitter.com/dtuqXOtomP
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ, ესპის ეროვნულ გუნდში დაწინაურება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფორვარდმა ახლახან გამართულ მატჩში საოცრად ითამაშა - მან მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც ლუის დე ლა ფუენტეს ყურადღება საბოლოოდ მიიპყრო.
მისი ეროვნულ ნაკრებში აღზევება მოულოდნელი არავისთვისაა, რადგან კარლოს ესპიმ მადრიდის რეალში ბრწყინვალე დებიუტი და უმაღლესი დონის შედეგიანობა აჩვენა. სამეფო კლუბის მაისურით მან სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და უკვე მოასწრო ორი გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლის გატანა. ახალგაზრდა ფორვარდი საჯარიმოში ცივსისხლიანობითა და პროდუქტიულობით გამოირჩევა, რის გამოც ესპანურ მედიაში მას უკვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.